Wednesday, October 30, 2013

დევის ხვრელი

,,დევის ხვრელი"  ძველი ქვის ხანის პირველი ძეგლია საქართველოში. იგი მდებარეობს დაბა ხარაგაულიდან ორიოდე კილომეტრში, მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე, ხანდების კლდეზე ზღვის დონიდან  340მ. სიმაღლეზე და მდინარე ჩხერიმელას ზედაპირიდან  კი-80მ. სიმაღლეზე. მას დასავლეთიდან ესზღვრება ვიწრო ხევი, სადც პატარა ღელეს კალაპოტი გაუკეთებია ( იგი ,,რუხრუხა ღელეს" სახელითაა ცნობილი).
აქვე, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ამართულია ბუმბერაზი, სალი კლდეები, რომლებიც სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით უფრო დაბალი ხდება და აქ მდინარე ჩხერიმელას თავისი კალაპოტი გაუკეთებია და მწვანე ქვიშაქვების ზედაპირზე, თითქმის იურასა და ცარცის შრეების საზღვარზე დიდის ხმაურით ლაშეს ტაფობისაკენ მიემართება. დევის ხვრელიდან ცოტა ქვემოთ ანკარა წყაროა, რომელსაც მოსახლეობა ,,ყვავის წყაროს" ეძახის
,,ყვავის წყარო"

 ,,დევის ხვრელი"მდებარეობს სენომანის კვარც-გლუკონატიან კრისტალურ კირქვებში, რომელთა ზემო ფენები თანდათანობით გადადის ტურონის შერგელებრივ, თხელშრეებიან კირქვებში, რომელთა ზემოთ კი მოვარდისფრო  და წითელფერის კირქვებში, სადაც ბლომადაა წითელი ფერის კაჟის კონკრეციები და ლინზები.აქედან ცხადია, რომ კაჟის ქვები, რომლებიც ბლომად გვხვდება დევის ხვრელის მიდამოებში ტურონის  კირქვებიდან არის   გამოტანილი და ჩამოყრილი.                     მღვიმე -ნამოსახლარი საფუძვლიანად გამოიკვლია არქეოლოგმა გიორგი ნიორაძემ 1926-1931 წლებში. მან გამოაქვეყნა მონოგრაფიული ნაშრომი ,,პალეოლითის ადამიანი დევის ხვრელში" 1933 წელს და ამით საყოველთაოდ გახდა ცნობილი უძველესი კულტურის ძეგლების არსებობა საქართველოში.
      დევის ხვრელში აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება ზედა პალეოლითის 40-35 ათასი წლის წინა ეპოქას.  გამოქვაბული მშრალია, სინესტე თითქმის არ ეტყობა. სტალაქტიტებსა და სტალაგნიტებს შიგნით ვერ შეამჩნევთ. კედლები დაფრულია ნაწილობრივ სტალაქტიტური კანით და აგრეთვე მისი ზოლებით, რამაც საბაბი მისცა ადგილობრივმცხოვრებლებს ეს ზოლები დევის ბრჭყალების ნამოქმედარისათვის მიეწერა. ვითომც, დევმა გამოქვაბული თავისი მაგარი ბრჭყალებით გააკეთა და თავის საცხოვრებლად გადააქცია.
     სახელი ,,დევის ხვრელი" ამ ადგილს უხსოვარი დროიდან რქმევია. სავარაუდოა, რომ ეს სახელი სწორედ, იმ დროიდანაა დამკვიდრებული, როცა დევ-კერპნი დამკვიდრდნენ ქართულ მითოლოგიაში.
   გამოქვაბული სიგრძით 40 მ. აღწევს, სიგანით-5მ, სიმაღლე კი-4 მეტრია.
არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომაქ მცხოვრები ადამიანები უკვე დაუფლებულნი იყვნენ ქვის იარაღების (უპირატესად კაჟის) დამუშავების საკმაოდ მაღალ ტექნიკას, აკეთებდნენ სხვადასხვა დანიშნულების კაჟის იარაღებს, როგორიცაა საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, შუბის წვერები და სხვა. მათ სცოდნიათ კიდეც ძვლის დამუშავების ხერხები, რასაც ადასტურებს ცხოველების ძვლებისაგან ნაკეთები სადგისები.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათ იყენებდნენ ტყავის სამოსის შესაკერად. ხოლო დიდი რაოდენობით არსებობა კაჟის საფხეკებისა და საჭრისებისა მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ სამეურნეო საქმიანობაში. ასეთი იარაღით მათ შეეძლოთ ნანადირევი ცხოველების გატყავება, ტყავის დამუშავება.ეს ადამიანები თავს ირჩენდნენ ნადირობით, თევზაობით, საკვები მცენარეებით,. ნადირობაზე მიგვითითებს აქ აღმოჩენილი საბრძოლო იარაღები, ძვლოვანი მასალა. აქ გავრცელებული ყოფილა ცხოველები: დათვი, ირემი, თხა შველი, თაგვი.
ადამიანები ცხოვრობდნენ ჯგუფებად.გათხრებისას აღმოჩნდა ადამიანის ქვედა ყბის ძვალი, რომელიც 60-70 წლის კაცს ეკუთვნოდა.ფაუნიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ დევისხვრელის ადამიანის დროს ჰავა დღევანდელზე უფრო ცივი იყო.რის გამოც სუბალპური ზონა უფრო დაბლა იყო დაწეულივიდრე დღესაა.
დევისხვრელის ადამიანის კოლექციებში მაგიის ნიშნებიც შეიმჩნევა. ნაპოვნი იქნა ირმის კბილი, რომელსაც ფესვი გარშემო იმნაირად აქვს შემოჭრილი, რომ შესაძლოა მისი ჩამოკიდება, ან ტანსაცმელზე დამაგრება. არქეოლოგ გიორგი ნიორაძის აზრით,იგი უფრო მაგიური დანიშნულებისათვის იყო, ვიდრე სამკაული, რადგან სამკაულისათვის შედარებით მეტი კბილი იყო საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოქვაბული არქეოლოგმა გიორგი ნიორაძემ საფუძვლიანად შეისწავლა სოფლის უხუცესებს სჯერათ, რომ აქ კვლავ ბევრი რამაა შესასწავლი.აქ ასეთ რამესაც ყვებიან, რომ მონადირემ მელას მწევარი დაადევნა, მელა გამოქვაბულში შესულა და მას მწევარიც მიჰყოლია, ორივენი კი სოფელ მიროწმინდაში გასულან და იქ მოუკლავს მწევარს მელა.სწორედ მიროწმინდაში გადის დევისხვრელი.აქ ერთი საინტერესო ადგილია, სწორედ გამოქვაბულის ბოლოში არის აკლდამა, რომელიც სამი საფეხურით მიწაში ჩადის. სავარაუდოა, რომ აქ ჟამიანობისას თავს აფარებდა ხოლმე სოფლის მოსახლეობა.
.